NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იმედა დვალიძეს „ბადაგონის“ საქმეზე გიორგი სალაყაიასთან კითხვები აქვს

იმედა დვალიძეს „ბადაგონის“ საქმეზე გიორგი სალაყაიასთან კითხვები აქვს

09 თებ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 636 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„გრაკორო ტრეიდნგ ლიმიტედი“ და ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს , რომელსაც ასევე  ესწრებოდა თეიმურაზ უბილავა, რომელიც  2003 წლიდან კომპანია ბადაგონის პრეზიდენტია.

ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატს, იმედა დვალიძეს  გიორგი სალაყაისთან კითხვები აქვს. მას აინტერესებს , ვინ ანხორციელებდა ინვესტიციებს კომპანია ბადაგონში ? ვისგან და რა პირობით შეიძინა კომპანია ბადაგონის წილი ? რა ოდენობის ინვესტიციები განახორციელა მან თავად ?

„ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ამ თემის ირგვლივ ხელოვნურად ტემპერატურის აწევა , ადგილი აქვს საბოტაჟს და სპეკულაციებს , ნახსენები იქნენ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, ბიზნესმენები , მათ გვარებს შეგნებულად აღარ გავიმეორებ , აღნიშნულის მიზანი მთავარი საკითხების და პრობლემის სხვა სიბრტყეში გადატანის მცდელობაა“- განაცხადა დვალიძემ.

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას სკაიპით ჩაერთო ვლადიმერ ჯანჯღავა , რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ საქართველოში განეხორციელებინა ინვესტიციები და სწორედ მეღვინეობის სფეროში.  ამას მოწმობს ისიც, რომ ბადაგონი შექმნის დღიდან , დღემდე მამამისის სახელს ატარებს და დღეს საუბარი იმასთან დაკავშირებით , რომ მას არანაირი შეხება კომპანია ბადაგონთან არ აქვს , უბრალოდ შოკის მომგვრელი და უზნეობაა.

„ ის რაც დღეს ხდება ჩემთვის გაუგებარია, ვფიქრობ მოვიდა დრო, რომ შევახსენო ბ-ნ სალაყაიას , რომ ყველა ფულად სახსრებს იღებდა ჩემგან, ჩვენ ვმეგობრობდით და სამწუხაროდ მან ეს ყველაფერი დაივიწყა , სამწუხაროდ ის იგნორირებას უკეთებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნებს, იძულებული ვართ თავად ვიპოვოთ გზები და მას ანგარიში გავუსწოროთ, მან ჩემი ნდობა გამოიყენა და ჩემი საკუთრება მიითვისა“, – განაცხადა ჯანჯღავამ.

„ბრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედ“-ის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ ჟურნალისტებს გამოძიებასთან დაკავშირებული დეტალები გააცნო.

როგორც ხაჩიძე აცხადებს,  გამოძიებისთვის წარმოდგენილია ის დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს კომპანია ბადაგონში განხორციელებულ ინვესტიციებს, დაკითხულები არიან როგორც ჯანჯღავა, ასევე უბილავა, როგოც გამოძიების დაწყებამდე, ასევე მიმდინარეობის პროცესშიც და ყოველგვარი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს დოკუმენტაცია გამოძიების სწორი მიმდინარეობისათვის, არის აბსოლუტური სიცრუე.

პრესკონფერენციაზე თეიმურაზ უბილავამ დეტალურად გაიხსენა ბადაგონის ქარხნის მშენებლობის და განვითარების პროცესი  და  გამოსვლის დასასრულს  კომპანია ბადაგონის ახლანდელ დირექტორს გიორგი სალაყაიას მიმართა, რომელმაც  კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციები და წილები მიითვისა : გოგი, არ გაბედო ქარხნის გაჩერება.

როგორც ვლადიმერ ჯანჯღავამ , ასევე თეიმურაზ უბილავამ ცალსახად განაცხადეს, რომ არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან და არც რომელიმე ცნობილ ბიზნესმენთან ამ საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონიათ , ხოლო იმედა დვალიძემ აღნიშნა , რომვ გიორგი სალაყაიას მხრიდან  სხვადსხვა პერსონებზე საუბარი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ არ მოუწიოს პასუხის გაცემა ზემოთ აღნიშნულ კითხვებს .

შპს „ბადაგონის” მიერ წილების მითვისების საქმეზე გამოძიება 7 თებერვალს დაიწყო. საგამოძიებო უწყებამ საქმე “ბადაგონის” ყოფილი მეწილის კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის” სარჩელის საფუძველზე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს “ბადაგონის” მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2014 წლის სექტემბერში “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი” “ბადაგონის” 60%-იან წილს ფლობდა. 2015 წლის 6 იანვარს გრაკოროსწილი 50%-მდე შემცირდა. 2015 წლის 28 იანვარს კი ბადაგონის 100%-იანი წილის მფობელი გიორგი სალაყაია გახდა. დავა სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ პერიოდში მომხდარ წილის გადაფორმებას ეხება.

[R]

კომენტარები

ბადაგონი გიორგი სალაყაია დავა იმედა დვალიძე 2018-02-09
Tags ბადაგონი გიორგი სალაყაია დავა იმედა დვალიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის ძალოვანი უწყებები სააკაშვილის დაკავების მცდელობას უარყოფენ

შემდეგი სტატია

„ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა“

მსგავსი სტატიები

ეკა ბესელია: პრეზიდენტის განცხადება ძალიან სუბიექტური ჩანდა

05 იან 2018

თბილისის ნაწილს 10 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

09 ოქტ 2017
ბაშარ ასადის ბიძას საფრანგეთსა და ესპანეთში უძრავი ქონების 500 ობიექტი ჩამოართვეს

ბაშარ ასადის ბიძას საფრანგეთსა და ესპანეთში უძრავი ქონების 500 ობიექტი ჩამოართვეს

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

  • ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია…  #გადაარჩინემიშა

    ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია… #გადაარჩინემიშა

  • სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

    სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

  • „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

    „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

  • მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

    მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

  • კობახიძე: ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი

    კობახიძე: ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი

  • მიხეილ სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება

    მიხეილ სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება

  • სალომე სამადაშვილი: ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებენ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას?

    სალომე სამადაშვილი: ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებენ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge