NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა“

„ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა“

09 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 708 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ქვეყნის, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის სტაბილური უსაფრთხოება“ – ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრა.

მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითები, ორი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

აღინიშნა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის არსებობას გაესვა ხაზი.

მთავრობის მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იური ლუიკს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

იური ლუიკმა, თავის მხრივ, პოზიტიურად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის სისტემის რეფორმა. მხარეებმა ქვეყნებს  შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე, ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები სრულ თანხმობაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან  და საგადასახადო რეფორმის წარმატებას გაესვა ხაზი, რომელიც, სწორედ, ესტონური მოდელის საფუძველზე ხორციელდება.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი და მადლობა გადაუხადა ესტონეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და სამხედრო ატაშე საქართველოში კულდარ კესკულა ესწრებოდნენ.

კომენტარები

ესტონეთი თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი კვირიკაშვილი პრემიერი 2018-02-09
Tags ესტონეთი თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი კვირიკაშვილი პრემიერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იმედა დვალიძეს „ბადაგონის“ საქმეზე გიორგი სალაყაიასთან კითხვები აქვს

შემდეგი სტატია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფგან მუხთარლის საქმეზე განმარტება ბრიუსელიდან გააკეთა

მსგავსი სტატიები

იულია ტიმოშენკო: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ

13 ოქტ 2017
მე ვერ ვამჩნევ „ქოცებს“ გახარიას გამო ფორიაქს – რა დროს მესამე ძალაა, ახლა გამოჩნდა ადამიანი

მე ვერ ვამჩნევ „ქოცებს“ გახარიას გამო ფორიაქს – რა დროს მესამე ძალაა, ახლა გამოჩნდა ადამიანი

ირაკლი შალიკაშვილი 02 ივნ 2021
გიული ალასანია: ასამართლებენ ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე პუტინს უპირისპირდებოდა

გიული ალასანია: ასამართლებენ ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე პუტინს უპირისპირდებოდა

ნინო ჩხეიძე 21 მარ 2022

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge