NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ბადაგონის“ ხელმძღვანელს გიორგი სალაყაიას კომპანიის წილების მითვისებაში ადანაშაულებენ

„ბადაგონის“ ხელმძღვანელს გიორგი სალაყაიას კომპანიის წილების მითვისებაში ადანაშაულებენ

09 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება, სამართალი 840 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელი ვლადიმერ ჯანჯღავა და „ბადაგონის“ საპატიო პრეზიდენტი თემურ უბილავა ამჟამინდელ ხელმძღვანელს გიორგი სალაყაიას კომპანიის წილების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, 2006 წლის 3 თებერვალს, გიორგი სალაყაიას, როგორც დაქირავებულ მენეჯერს 19%-იანი წილი აჩუქეს „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც მაშინ „ბადაგონის“ 100%-ს ფლობდნენ. ისინი ამბობენ, რომ გიორგი სალაყაია იყო საუკეთესო მენეჯერი და საჩუქარიც აქედან გამომდინარეობდა. თემურ უბილავა და ვლადიმერ ჯანჯღავა ამბობენ, რომ კომპანია მუდმივად საჭიროებდა ფინანსირებას და ამ დაფინანსებას ახორციელებდა ვლადიმერ ჯანჯღავა, თუმცა დღის წესრიგში დადგა ქართველი ბანკებიდან ფინანსების მოძიების საჭიროება.

„ბადაგონის“ მფლობელი კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ რეგისტრირებული იყო კვიპროსში, ფინანსების მოსაძიებლად საჭირო იყო ადგილობრივი ქართველი მფლობელი, სწორედ ამიტომ მოხდა წილების გადაფორმება გიორგი სალაყაიაზე, იმ პირობით, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდეგ წილები უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა თეიმურაზ უბილავას განცხადებით, 2017 წლის დასაწყისში გიორგი სალაყაიამ მათ უთხრა, რომ ისინი „ბადაგონში“ არანაირ წილებს არ ფლობდნენ.

„ის, რაც დღეს ხდება, ვერაფრით ვერ ვიგებ, ვფიქრობ, მოვიდა დრო, შევახსენო ბატონ სალაყაიას, რომ ყველა ფულად სახსრებს იღებდა ჩემგან, ჩვენ ვმეგობრობდით და სამწუხაროდ მან ეს ყველაფერი დაივიწყა. დღეს ის სამწუხაროდ იგნორირებას უწევს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნებს. იძულებული ვარ, თავად ვიპოვო გზები და მას ანგარიში გავუსწორო. ვფიქრობ, ბატონმა სალაყაიამ ჩემი ნდობა გამოიყენა და ჩემი საკუთრება მიითვისა“,-განაცხადა „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა ვლადიმერ ჯანჯღავამ.

 

კომენტარები

ბადაგონი გიორგი სალაყაია გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი ვლადიმერ ჯანჯღავა თეიმურაზ უბილავა წილები 2018-02-09
Tags ბადაგონი გიორგი სალაყაია გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი ვლადიმერ ჯანჯღავა თეიმურაზ უბილავა წილები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ მკვლელობის მომზადების ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავა

შემდეგი სტატია

პირს ბროსნანის ახალი ფილმის ტრეილერი საინტერესო სანახაობას გვპირდება

მსგავსი სტატიები

„ლარი გამყარდება და 2.70-ის ქვევით ჩამოვა 2.65-ზე“

„ლარი გამყარდება და 2.70-ის ქვევით ჩამოვა 2.65-ზე“

17 ნოე 2017
გიორგი კლდიაშვილი: ეს არის ღირსეული საქციელი ღირსეული სამინისტროსგან

გიორგი კლდიაშვილი: ეს არის ღირსეული საქციელი ღირსეული სამინისტროსგან

15 იან 2018
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

15 თებ 2018

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge