NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სოფელ ბირკიანში VIII საუკუნის ეკლესიის ტერიტორიას უნებართვოდ თხრიდნენ

სოფელ ბირკიანში VIII საუკუნის ეკლესიის ტერიტორიას უნებართვოდ თხრიდნენ

09 თებ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 360 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საყდრისის კომიტეტის“ წევრების შეტყობინების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო სამუშაოები აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიღებული ცნობა, რომელიც ე.წ. „შავი არქეოლოგიის“ უკანონო ქმედებებზე მიანიშნებდა, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვითარების ადგილზე გარკვევის შემდეგ დადასტურდა.

“მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ ტაძრის ინტერიერში, მის აბსიდთან და სამხრეთის მინაშენის დასავლეთ კედელის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული თხრილების შედეგად სამარხები იყო დაზიანებული. მოკვლევით დადასტურდა, რომ სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო განხორციელებული, რომელთაგან ნაწილი ადრეული, ნაწილი კი რამდენიმე დღის წინანდელია. კანონდარღვევის ფაქტზე სააგენტომ უკვე მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც დაწყებულია ფაქტზე მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლებრივი საქმე.

პარალელურად, ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესიაზე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის მიერ უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათი და ფოტო-ვიზუალური მასალა, რომლის საფუძველზეც VIII საუკუნის დროინდელ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

ბირკიანის ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX სს. დარბაზული ეკლესიაა თანადროული სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენით. ეკლესია ნატეხი ქვითაა ნაგები, კუთხეებში გამოყენებულია შირიმის ქვები. სამხრეთის მინაშენი ორნაწილადაა გაყოფილი: აღმოსავლეთის მხარე – პასტოფორიუმი უაბსიდოა და ტაძარს კარით უკავშირდება. დასავლეთ ნაწილს კი აღმოსავლეთის აბსიდი აქვს. ის დასავლეთ მინაშენთანაა დაკავშირებული და ამგვარად გარშემოსავლელს ქმნის”- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უნებართვო სამუშაო 2018-02-09
Tags ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უნებართვო სამუშაო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეუფე იაკობი აშშ-ში შეხვედრებს მართავს

შემდეგი სტატია

ახალგაზრდა გოგონამ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ადგილზე არსებული ვითარება გადაიღო

მსგავსი სტატიები

ფოტოები, რომლებიც თურქეთში მოგზაურობას მოგანდომებთ

ფოტოები, რომლებიც თურქეთში მოგზაურობას მოგანდომებთ

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018
ყველაზე დასამახსოვრებელი და სახალისო მომენტები 2018 წლის ოსკარიდან

ყველაზე დასამახსოვრებელი და სახალისო მომენტები 2018 წლის ოსკარიდან

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018
თამარ ჩუგოშვილი საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს, პიტერ უიბლერს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილი საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს, პიტერ უიბლერს შეხვდა

30 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

  • დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

    დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

    მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

  • გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

    გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

    ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

  • ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

    ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

  • ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

    ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

  • როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

    როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

  • პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

    პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

  • ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

    ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge