NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერი: განათლება არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ ოჯახში დააბრუნებს

პრემიერი: განათლება არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ ოჯახში დააბრუნებს

09 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 443 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თსუ-ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრემიერის სახელით მიღება გაიმართა.  სტუმრებს პრემიერმა სიტყვით მიმართა.

“ჩემთვის უდიდესი პატივია, გიმასპინძლოთ ჩვენი უნივერსიტეტის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის აღსანიშნავ საზეიმო ვახშამზე.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს უცხოელ სტუმრებს. ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულია, რომ მსოფლიო სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები ჩამობრძანდნენ დღეს საქართველოში, ამ უდიდესი მნიშვნელობის იუბილეს ჩვენთან ერთად აღსანიშნავად.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუმრები დარწმუნდნენ, თუ რამხელა სამეცნიერო ტრადიცია გააჩნია საქართველოს”- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თითოეული ქართველისთვის ძალიან ძვირფასი და საამაყოა.

“ჩვენმა უდიდესმა მეცნიერებმა თავიდანვე გაითქვეს სახელი მთელს მსოფლიოში და უნივერსიტეტი ჭეშმარიტად ჩვენი ქვეყნის სახედ აქციეს. დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს იმ საქმეს, რომლისთვისაც დიდმა ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა უდიდესი შრომა გასწიეს. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა საერთაშორისო აღიარების მქონე გამოჩენილი მეცნიერები და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი კიდევ მრავალ მეცნიერს შემატებს მსოფლიო სამეცნიერო ელიტას.

წლევანდელი წელი საქართველოსთვის ნამდვილად განსაკუთრებულია – უნივერსიტეტის იუბილესთან ერთად აღვნიშნავთ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილეს. საიუბილეო გახლდათ 2017 წელიც, ვინაიდან ამ წელს ჩვენმა ქვეყანამ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წელი იზეიმა. ჩვენთვის იყო უდიდესი პატივი, როდესაც დღეს დილით, საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის პატრიარქად მოღვაწეობის 40 წლის იუბილეც აღნიშნა საქართველომ.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უდიდესი ისტორია, უდიდესი კულტურა და ჩვენ ვართ დიდი მომავლის ქვეყანა, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზეა და ძალიან წარმატებულ ნაბიჯებს დგამს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ გზაზე განათლების სისტემის რეფორმა დავისახეთ ნომერ პირველ პრიორიტეტად, ვინაიდან, ვფიქრობთ, რომ განათლება არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ ოჯახში. განათლება არის სწორედ ის სფერო, რომელიც  უზრუნველყოფს ეროვნულ ღირებულებებსა და კულტურულ იდენტობაზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების დანერგვას განათლების სისტემაში. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში ჩვენი უნივერსიტეტი თავის ღირსეულ სიტყვას კიდევ იტყვის მომავალში. ეს თანადგომა, რომელსაც დღეს ვხედავთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ჩვენი სამეცნიერო წრეებისგან, ვფიქრობ, ძალიან დიდი მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მხარს დაუჭერს ყველა სასიკეთო წამოწყებას, რომელიც ადგილს დაიდებს საქართველოს მთავარ უნივერსიტეტში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი თსუ იუბილე მიღება უნივერსიტეტი 2018-02-09
Tags გიორგი კვირიკაშვილი თსუ იუბილე მიღება უნივერსიტეტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თუ მე რამე შემემთხვევა, 4 ჟურნალისტს უკვე გადაგზავნილი აქვს შავი მასალა“

შემდეგი სტატია

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “იმედი”, “რუსთავი 2” და “იბერია” დააჯარიმა

მსგავსი სტატიები

ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის და შტამპის დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის და შტამპის დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

06 იან 2018

2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიან და მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ტაქსებად ვერ გამოიყენებენ

26 სექ 2018

SpeceX-მა პენტაგონის დავალებით რაკეტა გაუშვა

07 სექ 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge