რუსთავში, მე-16 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის რვა მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
მოზარდებს ადგილზევე გაეწიათ სამედიცინო დახმარება და მათგან სამი სახლში გაუშვეს. რა გახდა ბავშვების ცუდად გახდომის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მასწავლებლები შემთხვევას სასმელი წყლის დაბინძურებას უკავშირებენ.
კომენტარები