ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში“ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ არაერთგვაროვან მოსაზრებებს უპასუხა.
„ნოდარიკოს დედა მას გულკერდით გადაეფარა და ახლა გულგაგლეჯილი წევს საავადმყოფოში და ამიტომ ვერ დაიცავს მას. მე ამიტომ მოვედი დღეს, რომ დავიცვა ნოდარიკო. დღეს მე ვარ შვილმკვდარი დედა, დღეს ყველა შვილმკვდარი დედები ვართ.
მე არ ვიცი მიზეზი, რის გამოც შეიძლებოდა ასეთი უწყინარი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი მოეკლა, ჩემთვის ეს გაუგებარია და არასდროს არ იქნება გასაგები, სანამ მე ცოცხალი ვარ. მოვედი რომ მე გადავეფარო მკერდით და დავიცვა ნოდარიკოს სახელი, რომელსაც უმოწყალოდ თელავენ“,-განაცხადა რაზმაძემ.
კომენტარები