პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი თავის ფეისბუკგვერდზე ეხმიანება ბოლო დღეებში მედიაში გააქტიურებულ თემას, რომელიც „ვაგონმშენებელ კომპანიის“ სასამართლო საქმეს ეხება.
„იქნებ იმითაც დაინტერესდეს საზოგადოება, წინა ხელისუფლების დროს როგორ დაიჭირეს მამაჩემი და ქარხნის 51 % ციხეში როგორ გადააფორმებინეს. მერე, სააკაშვილის უშუალო ბრძანებით, ქარხანა „თ.ჯ. თრეიდს“ მიყიდეს, რომელმაც 3 წლის თავზე კომპანია 73 მილიონი ლარით გააკოტრებამდე მიიყვანა. იქნებ იმაზეც გვესაუბრა, როგორ აშენებდა ამის პარალელურად ბადრი წილოსანი რუსთავში ახალ ვაგონმშენებელ ქარხანას. ნულიდან, წვალებით და ამ საქმისთვის თავგადადებული ხალხის გვერდით დგომით… ვფიქრობდი, სასამართლო გადაწყვეტილებას დავლოდებოდი, მაგრამ ვინაიდან ვნებათაღელვა არ წყდება, დაინტერესებულ პირებს კომპანია სთავაზობს საქმის საჯარო მედიაგანხილვას, საბუთებით და მყარი არგუმენტებით. თუ მხოლოდ ცილისწამება არ არის შენი მიზანი, მაშინ გაარკვიე სიმართლე,“ – წერს დეპუტატი.
ცნობისათვის: პროკურატურა დეპუტატის მამის ბადრი წილოსანის მიერ დაარსებულ „ვაგონმშენებელ კომპანიას“ 65 მილიონის გაფლანგვა-მითვისებას ედავება. ასევე სასამართლო განიხილავს კერძო დავას – ბიზნესმენი ავთანდილ საყვარელიძე (თ.ჯ. თრეიდი) ბადრი წილოსანს ქონების იძულებით წართმევაში ადანაშაულებს.
[R]
კომენტარები