NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ყველაფერს მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება“

„ყველაფერს მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება“

07 თებ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 698 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ამ ეტაპზე, ორბელიანის მოედანზე, ფხოვის N3-სა და ფურცელაძის N18-ში  არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ადგილზეც ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. პროექტის  ფარგლებში, უკვე დასრულდა მტკვრისა  და ვირსალაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის ახალი საფარი.

თბილისის მერის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი  ადგილი შეემატება.

„ეს დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. 18 შენობა-ნაგებობიდან 13 ისტორიული ძეგლია. ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული.  აქ მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი ფართების ფასი კი, რეაბილიტაციის შემდეგ გაორმაგდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია მომავალშიც გაგრძელდება.

„ისტორიული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომავალშიც განვაგრძობთ. წელს გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქს საკმაოდ ბევრ რეაბილიტირებულ ქუჩასა თუ უბანს დავუტოვებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება.

„ვემზადებით ავტოპარკინგის მშენებლობისთვის. ყველა შენობაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადად, ძეგლებზე იწმინდება ფასადები, იხსნება დეტალები, რომელთაც საამქროში გადაიტანენ, აღდგენილი კი, ფასადებზე დაბრუნდება. ასევე, მიმდინარეობს შენობების კონსტრუქციული გამაგრება, სარდაფების დასუფთავება და კონსტრუქციული ელემენტების დამატება“, – განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“  ფარგლებში ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით, 55 მლნ ლარს შეადგენს. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კახი კალაძე მერი სარრეაბილიტაციო სამუშაოები 2018-02-07
Tags კახი კალაძე მერი სარრეაბილიტაციო სამუშაოები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ანა დოლიძის არაეთიკური და პოლიტიკური განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს მთელ სასამართლო სისტემას“

შემდეგი სტატია

„დოდოს რომ მივხედეთ, მერე ჩამორბოდა კიბეებზე კაცი“

მსგავსი სტატიები

საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ მოკვლევა ტარდება

12 დეკ 2017

“უნდა იყოს პოლიტიკურად კეთროვანი ყველასთვის”

28 იან 2019
“მხოლოდ ზურაბ წერეთელმა განაცხადა უარი …”

“მხოლოდ ზურაბ წერეთელმა განაცხადა უარი …”

ნინო ჩხეიძე 02 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge