კომპანია Space X-მა ულტრამძიმე გადამზიდავი რაკეტა Falcon Heavy კოსმოსში წარმატებით გაგზავნა. რაკეტამ სტარტი კანავერალის კონცხიდან, ფლორიდიდან აიღო. აღნიშნული რაკეტა მსოფლიოში ყველაზე მძიმეა. Falcon Heavy-ის სიმძიმით მეორე ადგილზე მყოფ რაკეტაზე ორჯერ მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია.
რაკეტის საშუალებით, ელიპტიკურ ორბიტაზე, რომელიც მზიდან მარსამდეა გადაჭიმული, ელონ მასკის პირადი მანქანა Tesla Roadster-ის წითელი კაბრიოლეტი გაგზავნეს. ავტომობილის საჭესთან ჩაფხუტიანი მანეკენი ზის, მანქანის მოწყობილობების დაფაზე კი ვკითხულობთ წარწერას „პანიკის გარეშე“.
Tesla-ს მანქანაში სათვალთვალო კამერებია დამაგრებული, რომელიც მასკის თქმით, ეპიკურ კადრებს გადაიღებს. მისივე თქმით, მისი მანქანა მარსის ორბიტაზე ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში დარჩება.
https://www.facebook.com/SpaceX/videos/10160497472040131/
კომენტარები