დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი ადგილზე გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კომენტარები