საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ის საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩამოვა. მისი თქმით, საქართველოში, უკრაინაში მოლდოვაში და რუსეთში ანტიოლიგარქიული რევოლუცია მოხდება. ამის შესახებ მან რუსულ ტელეკომპანია „დოჟდ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„როგორც კი დავამხობთ ივანიშვილს დავბრუნდები საქართველოში. არ ვიცი ვიქნები თუ არა აქტიური პოლიტიკოსი საქართველოში, ეს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. მე უკვე პოლიტიკოსზე მაღალი სტატუსი მაქვს საქართველოში. მე იმ სახელმწიფოს შემქმნელი ვარ. საქართველოში მრავალი საუკუნის შემდეგ პირველად შეიქმნა ნამდვილი სახელმწიფო. ეს დიდი გარღვევაა. ეს იმაზე მეტია ვიდრე იყო უბრალო პოლიტიკოსი და მონაწილეობდა არჩევნებში. ამას ვერავინ წამართმევს.
მე რა თქმა უნდა დავბრუნდები, რადგან ვფიქრობ რომ იქნება ანტიოლიგარქიული რევოლუცია არამხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთში, საქართველოში, მოლდოვაში – ყველგან. ვფიქრობ, რომ ეს პოსტსაბჭოთა ჭაობი წაილეკება, რადგან მას არ შეუძლია ადამიანური ინსტიქტების წინააღმდეგ წავიდეს. ეს ახალი სტილის ფეოდალური წყობაა“, – აცხადებს სააკაშვილი.
კომენტარები