NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქუმსიშვილი: „ვგეგმავთ უკვე 2018 წლიდან მივიღოთ კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“

ქუმსიშვილი: „ვგეგმავთ უკვე 2018 წლიდან მივიღოთ კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“

07 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 600 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩვენ ვგეგმავთ უკვე 2018 წლიდან მივიღოთ კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ, ამით ამოქმედდება საქართველოში ელექტრონული კომერციის ევროპული რეგულაციები, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისის „მალეოს“ პრეზენტაციაზე. აღნიშნული სერვისით უცხოეთისინტერნეტ-მაღაზიებიდან შეკვეთილ პროდუქციას საქართველოს რეგიონების მცხოვრები ადამიანები „საქართველოს ფოსტის” ოფისებში უცხოეთიდან შეკვეთილ ამანათს იგივე ტარიფით მიიღებენ, როგორცდიდი ქალაქების მოსახლეობა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ახალი კანონი ხელს შეუწყობს ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომხმარებელთა უფლებების და მათი პერსონალური მონაცემების დაცვას. „ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში დაინერგოს ელექტრონული კომერციის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. კანონი ასევე ხელს შეუწყობს ელექტრონული კომერციის პლატფორმებისსანდოობის ამაღლებას, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ადგილობრივ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანაშიდაეხმარება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე დააანონსა კიდევ ერთი სიახლე. მისი თქმით, კანონის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომლის მიზანიასაქართველოში წარმოებული მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და ელექტრონული კომერციის საშუალებით საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ბაზარზე გატანა და გაყიდვების ხელშეწყობა. „დოკუმენტზე მუშაობაში ჩვენ გვეხმარება ევროკავშირი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებადა DCFTA საქართველოში“, – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები

DCFTA დიმიტრი ქუმსიშვილი ელექტრონული კომერცია მალეო საქართველოს ფოსტა 2018-02-07
Tags DCFTA დიმიტრი ქუმსიშვილი ელექტრონული კომერცია მალეო საქართველოს ფოსტა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დოდოს რომ მივხედეთ, მერე ჩამორბოდა კიბეებზე კაცი“

შემდეგი სტატია

„საოპერაციოში შეყვანამდე გვკითხა, ჩემი ბიჭი როგორ არისო“

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო “უცნობის” ბრალდებებს პასუხობს

13 დეკ 2017

“საქალაქო სასამართლომ „პანჩიატის” სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო”

28 ოქტ 2017
აშშ საქართველოს სავარაუდოდ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მიაწვდის

აშშ საქართველოს სავარაუდოდ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მიაწვდის

21 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

  • ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

    ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

  • ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

  • მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

    მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

  • “ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს?”

    “ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს?”

  • ფილმები ცხოველთა მოყვარულთათვის

    ფილმები ცხოველთა მოყვარულთათვის

  • “ის ჩემი საუკეთესო მეგობარია”, – ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერის შესახებ

    “ის ჩემი საუკეთესო მეგობარია”, – ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერის შესახებ

  • მაგნიტური აფეთქებები მზის ზედაპირზე

    მაგნიტური აფეთქებები მზის ზედაპირზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებებისთვის მიიღო

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებებისთვის მიიღო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge