NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»განვიხილეთ სამომავლოდ საქართველოში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა

განვიხილეთ სამომავლოდ საქართველოში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა

07 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 959 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრემიერმინისტრმა ქართველ სპორტსმენებს ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, ჩვენს სპორტსმენებს კორეის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება ვუსურვო. ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზამთრის თამაშებზე, ესენი არიან: იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე, გიორგი საღოიანი საციგაო სპორტში და მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში. მე მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. საერთოდ, ოლიმპიური მოძრაობა ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი – ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხით და ჩვენ, რათქმაუნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს.

მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გახლდით შვეიცარიაში, ლოზანაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბ-ნ თომას ბახს შევხვდით და განვიხილეთ სამომავლოდ საქართველოში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა. მარტის დასაწყისში ბ-ნი პრეზიდენტი აგზავნის დელეგაციას საქართველოში, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და ჩვენ დავდებთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ. ვფიქრობთ, დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისათვის, ჩვენ უნდა ავიღოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმა, რომ ქვეყანა მოემზადოს ასეთი მასშტაბური ტიპის საერთაშორისო ღონისძიებისთვის.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გთხოვოთ მთავრობის წევრებს, ასევე, ყველა იმ ინსტიტუციას, რომელსაც ეს საკითხი ეხება საქართველოში, რომ მაქსიმალურად რეალისტურად შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან კონკრეტული ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ თუ არ ავწიეთ ეს თამასა, ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მოკლე პერიოდში სწრაფ განვითარებას, ამ მიმართულებით. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, მე არ მგონია, რომ ვინმეს ახსნა სჭირდებოდეს. მხოლოდ იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა ჩატარდება და შესაძლოა ჩატარდეს – უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმა, თუ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ და სწრაფად განვახორციელებთ როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას ზამთრის კურორტებზე, ასევე, მთელი ქვეყნის ჩართვას ზამთრის სპორტულ სახეობებში. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ მიმართულებით და ეს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ბევრი კუთხით, მათ შორის: ეს არის ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობა; ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 70 %-ის, რომელიც გახლავთ მთიანი რეგიონები, მთლიანად ამ პროცესში ჩართვა; ეს არის უამრავი ადამიანის დასაქმება, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში; ეს არის ტურიზმი და თითოეული ახალი ტურისტი არის დამატებითი შემოსავალი საქართველოს ოჯახებში და ეს არის ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარება, როგორიცაა: ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო მიმართულება, კომუნიკაციები და ა.შ. ამიტომ, უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციის და უზარმაზარი ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც აუცილებლად მთელ ქვეყანაზე გავრცელდება“, – აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

2030 გიორგი კვირიკაშვილი ზამთრის ოლიმპიადა ოლიმპიადა სპორტსმენები 2018-02-07
Tags 2030 გიორგი კვირიკაშვილი ზამთრის ოლიმპიადა ოლიმპიადა სპორტსმენები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარლამენტის ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

„ ევროკავშირი რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამცველად“

მსგავსი სტატიები

საბა ბუაძე: კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე დავიბარეთ, კანონი დაარღვია და არ მოვიდა

საბა ბუაძე: კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე დავიბარეთ, კანონი დაარღვია და არ მოვიდა

ნინო ჩხეიძე 19 ოქტ 2022
ირან-ერაყის საზვარზე მომხდარი მიწისძვრის მსხვრეპლი 200-მდე გაიზარდა

ირან-ერაყის საზვარზე მომხდარი მიწისძვრის მსხვრეპლი 200-მდე გაიზარდა

13 ნოე 2017
ვასილ კლიუჩევსკი: რა ზომისაა რუსული ოკუპაცია … ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა – ვინ იქნება შემდეგი?

ვასილ კლიუჩევსკი: რა ზომისაა რუსული ოკუპაცია … ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა – ვინ იქნება შემდეგი?

ნინო ჩხეიძე 23 მარ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge