NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

07 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1129 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა კაპიტოლიუმში უმასპინძლა. ირაკლი კობახიძემ პოლ რაიანს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში აშშ-ს წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს ამერიკელი ერის მხარდაჭერას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თავის მხრივ, პოლ რაიანმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და პარლამენტის თავმჯდომარეს ურყევი მხარდაჭერა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა დაუდასტურა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

სპიკერმა რაიანმა ირაკლი კობახიძე National Prayer Breakfast-ზე მიიწვია, რომელიც 8 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართება. ტრადიციულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევით, ასზე მეტი ქვეყნის ლიდერები, თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან.

„დღეს შეხვედრა გაიმართა ჩემს კოლეგასთან, სპიკერ რაიანთან. შედგა საინტერესო დისკუსია ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობისა და  საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის თაობაზე“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

აშშ ირაკლი კობახიძე კონგრესი პარლამენტი პოლ რაიანი საქართველო 2018-02-07
Tags აშშ ირაკლი კობახიძე კონგრესი პარლამენტი პოლ რაიანი საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გვარამია: ზურა ადეიშვილის ნარჩენებისგან სასამართლო უნდა გაიწმინდოს!

შემდეგი სტატია

პარლამენტის ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

მსგავსი სტატიები

ვახტანგ ხმალაძე: თუკი პრეზიდენტმა იქ მხოლოდ თავისი პოზიცია გამოხატა და არა ხელისუფლების, ეს არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა

ვახტანგ ხმალაძე: თუკი პრეზიდენტმა იქ მხოლოდ თავისი პოზიცია გამოხატა და არა ხელისუფლების, ეს არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა

ნინო ჩხეიძე 31 აგვ 2023

არჩევნების დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი იმოქმედებს

20 ოქტ 2017
კრიზისი მოგვარებული არ არის, დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ პოლიტიკური კრიზისისგან

კრიზისი მოგვარებული არ არის, დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ პოლიტიკური კრიზისისგან

ირაკლი შალიკაშვილი 27 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

    პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge