NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ყველა სამშენებლო პროექტი გარემოსა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმდება

ყველა სამშენებლო პროექტი გარემოსა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმდება

06 თებ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 541 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტები გააცნეს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ორივე სამსახური დედაქალაქში მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში საწყისი ეტაპიდან ჩაერთვება. ახალი ნორმების დამკვიდრება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვით სფეროებში, გაუმართლებელ ცვლილებებს გამორიცხავს.

პროექტის თანახმად, დეველოპერები ვალდებული იქნებიან, მერიაში ტრანსპორტის გამტარუნარიანობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და ქვეითთა გადაადგილების შესახებ დასაბუთება წარადგინონ. აღნიშნული კვლევები განაშენიანების რეგულირების გეგმის ყველა ეტაპზე, ფუნქციური ზონის ცვლილებისას, სპეციალური ზონალური შეთანხმებისას და მიწის სამშენებლო გამოყენების პირობების დადგენისას  უნდა შემუშავდეს.

გარემოს დაცვის კუთხით, სამშენებლო კომპანიებისთვის K3 კოეფიციენტის გამწვანების ვალდებულება იქმნება. მათ მერიას გამწვანების პროექტები და ესკიზი უნდა წარუდგინონ, რომელიც საჯაროობის გაზრდის მიზნით, სამშენებლო დაფის გვერდით განთავსდება.

კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია პრიორიტეტს არსებული ნარგავების შენარჩუნებას, მოვლასა და შემდგომ განვითარებას ანიჭებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უპირატესობა გადარგვას მიენიჭება.

მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური 22 თებერვლიდან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება.

კომენტარები

თბილისის მერია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მერია მშენებლობები 2018-02-06
Tags თბილისის მერია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მერია მშენებლობები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხი გადაიდო

შემდეგი სტატია

კომისიამ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ წილის 100%-ის შეძენის გამოკვლევაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწო

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარიამ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს უმასპინძლა

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

06 ნოე 2018
ნუგზარ სულაშვილი: ემიგრანტი მე კი არ ვარ, თქვენ ხართ. საკუთარ ქვეყანაში, ქვეყანა დაკარგულებო

ნუგზარ სულაშვილი: ემიგრანტი მე კი არ ვარ, თქვენ ხართ. საკუთარ ქვეყანაში, ქვეყანა დაკარგულებო

ნინო ჩხეიძე 06 იან 2022

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge