NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს

საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს

06 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 327 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლო დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს. პროკურატურამ საქალაქო საასმართლოს ექსტრადირების დასაშვებობასთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

როგორც ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა გუშინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით დაცვის მხარეს დიდი იმედი არ აქვს. მისივე თქმით, ის მზადაა ექსტრადირების გადაწყვეტილების შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. დაცვის მხარეს გასაჩივრებისთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ერთკვირიანი ვადა აქვს.

პარალელურად ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს, რათა მოხდეს ექსტრადირების შეჩერების განხილვა. თავის მხრივ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ექსტრადირების აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვიდან 48-საათიანი ვადა ექნება.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უნდა გამოსცეს ბრძანება ექსტრადირების შესახებ. განკარგულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის მინისტრი ხელს არ მოაწერს სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსტრადირების შესახებ, მაშინ პირი საექსტრადაციო პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს უმთავრდება.

კომენტარები

ადვოკატი ექსტრადირება მუსტაფა ემრე ჩაბუქი პროკურატურა სასამართლო სოსო ბარათაშვილი 2018-02-06
Tags ადვოკატი ექსტრადირება მუსტაფა ემრე ჩაბუქი პროკურატურა სასამართლო სოსო ბარათაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქართული ოცნების“ არცერთ წევრს არ აქვს იმის დრო, რომ მათ უნიჭო პოლიტიკურ წარმოდგენებში მონაწილეობა მიიღოს

შემდეგი სტატია

შუახევის მუნიციპალიტეტში უკანონო ხე-ტყით სარგებლობისა და გადამუშავების გამოვლინდა

მსგავსი სტატიები

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში პირველი ფემიციდის საქმე გაიგზავნა

06 სექ 2017
დავით ზალკალიანი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას

დავით ზალკალიანი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას

19 აპრ 2018
მდინარე მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

მდინარე მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

22 იან 2018

უახლესი ამბები

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

  • მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

    მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

  • ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

    ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

  • უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

    უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge