NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სამართალდამცველებმა „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ ტექნიკური მენეჯერი დააკავეს

სამართალდამცველებმა „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ ტექნიკური მენეჯერი დააკავეს

06 თებ 2018 ახალი ამბები, სამართალი 378 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამართალდამცველებმა „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე დააკავეს – ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენი მიზანია დროულად აღიკვეთოს მისი გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული.

დღეს, რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდიდა. პოლიციამ, დაკავებულის მიერ გაყიდული ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატ „ლირიკა“-ს 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ პირველიდან ხუთი თებერვლის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი მათ შორის 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი „სუბოქსინი“ და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტი ნარკოდანაშაული შსს 2018-02-06
Tags კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტი ნარკოდანაშაული შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამი ტრანსგენდერის ცემაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს

შემდეგი სტატია

შაქარიშვილი: „მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაზარალებულების რეაბილიტაციაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს“

მსგავსი სტატიები

ქუცნაშვილი: თიანეთის მერიის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის გამო მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია

ქუცნაშვილი: თიანეთის მერიის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის გამო მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია

12 იან 2018
“ის დედოფლის მინი-ასლია”

“ის დედოფლის მინი-ასლია”

09 იან 2018
„ნოდარ გუგეშაშვილს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა“

„ნოდარ გუგეშაშვილს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა“

12 თებ 2018

უახლესი ამბები

  • “მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

    “მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

  • “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

    “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

  • რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

    რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

    საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

  • სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

    სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

  • დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს – ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

    დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს – ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

  • ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ

    ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ

  • წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

    წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge