საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა შესაძლოა ჩაიშალოს. მასზე დასწრებას უმრავლესობა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არ გეგმავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შესახებ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია. უმრავლესობის წევრის ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება „ნაციონალურ მოძრობას“ ჰქონდა.
„ორი დღის წინ გვქონდა ძალიან საქმიანი, სიღრმისეული განხილვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებელმა პირმა. ამ განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც, მათი წარმომადგენელი შემოვიდა კომისიის სხდომაზე და დატოვა შესაბამისი სხდომა, ასე, რომ დღეს იმაზე საუბარი, რომ მათ სურთ კითხვებზე პასუხის მოსმენა, ეს არის აბსურდი და „ქართული ოცნების“ არცერთ წევრს არ აქვს იმის დრო, რომ მათ უნიჭო პოლიტიკურ წარმოდგენებში მონაწილეობა მიიღოს“,-განაცხადა შაქარიშვილმა.
კომენტარები