საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება უკიდურესად აღმაშფოთებელია. მისი თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
„უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რეტიფიკაციასთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ გადმოკვეთოს საოკუპაციო ზოლი და ელემენტარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება მიიღოს.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების საკმაოდ სუსტ გარემოს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და კიდევ ერთხელ ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი იმისათვის, რომ მსგავსი ნაბიჯები აღარ გადაიდგას“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
კომენტარები