NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს”

“ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს”

06 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 704 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომელიც ბრიუსელში, ევროკომისიაში გაიმართა.  ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

“ევროკავშირის აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილება საწარმოებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე განახორციელონ.

პრემიერმინისტრმა და ევროკომისარმა შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებაზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მზარდი სავაჭრო დინამიკა – კერძოდ, ის ფაქტი, რომ 2017 წლის განმავლობაში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა და ჯამში 647 მილიონი დოლარი შეადგინა.

ასევე, ხაზი გაესვა ინვესტიციების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციას, რაც ევროპიდან ინვესტიციების 6%-იან ზრდაში გამოიხატა და 2017 წლის განმავლობაში დაახლოებით 445 მილიონ დოლარს მიაღწია.
მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არებული პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია ქართულ საწარმოებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს”- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრნენ.

კომენტარები

აკრედიტაცია გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირი საწარმოები 2018-02-06
Tags აკრედიტაცია გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირი საწარმოები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერი: მზად ვართ, მოვსინჯოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები

შემდეგი სტატია

მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

მსგავსი სტატიები

უკრაინამ რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა ქვეყნიდან გააძევა

30 აგვ 2017

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

20 ივლ 2018
ხალხმა ბოლომდე შეაქცია ზურგი ბიძინა ივანიშვილს და „ ქართულ ოცნებას

ხალხმა ბოლომდე შეაქცია ზურგი ბიძინა ივანიშვილს და „ ქართულ ოცნებას

სოსო ელისაშვილი 14 მაი 2019

უახლესი ამბები

  • რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

    რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

    ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

  • სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

    სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

  • ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

    ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

    თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

  • ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

    ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

  • ზელენსკი: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისა და საქართველოსთვის

    ზელენსკი: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისა და საქართველოსთვის

  • მედია: ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის (ვიდეო)

    მედია: ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის (ვიდეო)

  • გიორგი ბურჯანაძე: მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

    გიორგი ბურჯანაძე: მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge