NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რატიანი: ცვლილებები გულისხმობს პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას

რატიანი: ცვლილებები გულისხმობს პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას

05 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 355 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მანდატურის სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია. რატიანის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს ხელისუფლებამ დააანონსა სკოლებში უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შორის პირველი აქტივობა – მანდატურის სამსახურის რეფორმირება – კანონპროექტის შექმნაში შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები მონაწილეობდნენ.

როგორც შსს აცხადებს, კანონპროექტის მიხედვით, მანდატურის სამსახური გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხდება. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ფაქტობრივად აბრუნებს ქართული ოცნების მიერ 2013 წელს შეცვლილ კანონს და მეტიც, ამავდროულად, პოლიციის დისკრეციის გაზრდას გულისხმობს.

2013 წლიდან მანდატურის სამსახური მოექცა ორმაგი დაქვემდებარების ქვეშ, რაც დღეს გაკეთებული განცხადებების ფონზე ფაქტობრივი აღიარებაა იმ ფაქტისა, რომ 5 წლის განმავლობაში სკოლაში მოშლილი იყო მოსწავლეების უსაფრთხოების სისტემა და მანდატურის სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია თავის დროზე დაშვებული შეცდომა გახლდათ, რომელმაც, სამწუხაროდ, აჩვენა კიდეც თავისი შედეგი.

მიგვაჩნია, რომ არსებული, ნოვაციად შემოთავაზებული პრევენცია, ვგულისხმობ 5 წლის წინანდელი რეგულაციის გამოსავლად დასახელებას, უკან გადადგმული ნაბიჯია, მით უფრო, რომ გულისხმობს პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას,  არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც გამოსავალი არსებულ რთულ სიტუაციაში. ეს ფაქტი კვლავ ხაზს უსვამს განათლების სამინისტროს უმოქმედობას. ეს არის განათლების რეფორმის შეჩერების დადასტურება  ნაცვლად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ზრუნავდეს რეფორმის აქტიურ ფაზაში გადასვლაზე, რაც თავისთავში გულისხმობს კიდეც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის პრინციპების დანერგვასა და  განუხრელ დაცვას, შემოთავაზებულია სკოლებში პოლიციური რეჟიმის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მექანიზმების დაკანონება. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ 21-ე საუკუნეში, საერთაშორისო პრაქტიკისა და კვლევების გათვალისწინებით, შეუძლებელია ძალადობრივი მექანიზმები, პოლიცია სკოლაში, განვიხილოთ, როგორც მოზარდებში გაძლიერებული აგრესიის შემაკავებელი ფორმა“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

მანდატურები მანდატურის სამსახური საკანონმდებლო ცვლილებები სერგო რატიანი შსს 2018-02-05
Tags მანდატურები მანდატურის სამსახური საკანონმდებლო ცვლილებები სერგო რატიანი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიგი წერეთელმა გაეროს შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა

შემდეგი სტატია

JURASSIC WORLD: FALLEN KINGDOM – ის მეორე თრეილერი

მსგავსი სტატიები

ელექტრომომარაგება 12 აპრილს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 12 აპრილს დროებით შეიზღუდება

11 აპრ 2018
„რაც შეეხება ჩემ მართვას, მე საკუთარმა მშობლებმა ვერ მმართეს, არა თუ კახიშვილმა“

„რაც შეეხება ჩემ მართვას, მე საკუთარმა მშობლებმა ვერ მმართეს, არა თუ კახიშვილმა“

სოსო ელისაშვილი 18 ოქტ 2018

მესამე მსოფლიო ომი და დედოფლის წერილი

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

  • არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

    არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge