ჩვენ გვერძე ახალი თრეილერების წარდგენა გრძელდება და შემდეგი სიაშია ისეთი ცნობილი ფრანჩაიზის ახალი ნაწილია, როგორიც არის Jurassic World: Fallen Kingdom.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კინომოყვარულებმა პირველი თრეილერი რამდენიმე თვის წინ იხილეს, ხოლო გუშინდელ შოუზე მოხდა მეორე თრეილერის დებიუტი, რომელმაც ბევრი ახალი საინტერესო დეტალი შემოგვთავაზა. ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ მოკლედ გეტყვით, რომ დინოზავრების სამყარო კვლავ აქტუალურია და ახალი თავგადასავალი უამრავი საინტერესო და დაძაბული სანახაობის მომასწავებელია.
ამ სერიების მოყვარულებისთვის კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებთ, რომ ახალი ფილმი მიმდინარე წლის 22 ივნისს გამოჩნდება კინოთეატრებში.
კომენტარები