NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც შინ, ასევე ევროსტრუქტურებთან, არაეფექტურია

არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც შინ, ასევე ევროსტრუქტურებთან, არაეფექტურია

05 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 437 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც შინ, ასევე ევროსტრუქტურებთან, არაეფექტურია, გაუმართავია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და უწყებებს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხების კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმებიც,  ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე კოალიციის “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი  მცირდება. ამაზე მოწმობს NDI-ის მიერ  2017 წლის 29 ნოემბერი – 19 დეკემბრის პერიოდში  ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, გამოკითხულთა 29% საქართველოს ევრაზიულ კავშირში, ხოლო 60% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა; ამ მონაცემების მიხედვით, მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ (რომელიც 2017 წლის აპრილის განწყობებს ასახავდა), ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 5 %-ით შემცირდა, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მხარდამჭერთა რიცხვი კი 8 %-ით გაიზარდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8%-ით მეტი გამოკითხული უჭერს მხარს, ვიდრე – ნატოში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს.

მიგვაჩნია, რომ ამ მაჩვენებლების დინამიკა ძალიან შემაშფოთებელია და მოწმობს საქართველოს ხელისუფლების ევროინტეგრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის  არაფექტურობაზე და ხშირ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულობაზე.

იმ პირობებში, როცა მთელი მსოფლიო აცნობიერებს ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ საზოგადოების ცნობიერებასა და განწყობებზე ზემოქმედებაა, საქართველო კი ამ გამოწვევების ეპიცენტრში დგას,  საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა და მექანიზმები როგორც შინ, საზოგადოებასთან, ასევე ევროსტრუქტურებთან არაეფექტურია. გაუმართავია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და უწყებებს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხების კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმებიც.

პოზიტიურად უნდა შეფასდეს 2017 წლის 13 აპრილს, მთავრობის მიერ „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის” დამტკიცება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატში შემუშავდა.  თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ამ დოკუმენტის, ასევე ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სამთავრობო სტრატეგიის (2014-2017 წლები) სამოქმედო გეგმები ვერ პასუხობენ ჰიბრიდული და კერძოდ, საინფორმაციო ომის მზარდ გამოწვევებს.

ამ სტრუქტურულად გაუმართავ და ფრაგმენტულ გეგმებში გაწერილი აქტივობების მნიშვნელოვან ნაწილს საერთო არაფერი აქვს სტრატეგიულ კომუნიკაციასთან; მაგალითად, მათში შესულია ისეთი აქტივობები როგორიცაა გამწვანების აქციები, ნარჩენების მართვის ტრეინინგები, ადამიანით ვაჭრობის პრევენციის კამპანია, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სფეროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სასკოლო შემეცნებითი ღონისძიება – ბაღის ფრინველთა საათი, ვანის სატაძრო ქალაქისა და მისი შემოგარენის აეროფოტოგრაფირება და სხვა.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებაში სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის, აღსრულებისა და კოორდინაციის პროცესის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა და მათი  ეფექტურად ამუშავებისათვის ხელისუფლების პოლიტიკური ნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ხელისუფლების ყველა რგოლი,  სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტული წრეები, რამდენადაც ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულ დონეზე ძალზედ მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის და მისი სტრატეგიული კომუნიკაციის წარმატებისთვის. კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის მზადაა ამ საკითხებზე  ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ატლანტიკური საბჭო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველო“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, მედიის განვითარების ფონდი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, საქართველოს გაეროს ასოციაცია, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, კავშირი „საფარი“,  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, „ხმა საქართველოდან“, ფონდი “ღია საზოგადოება –  საქართველო”, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.

 

კომენტარები

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროინტეგრაციის მომხრეები ევროსტრუქტურები სტრატეგიული კომუნიკაცია 2018-02-05
Tags არასამთავრობო ორგანიზაციები ევროინტეგრაციის მომხრეები ევროსტრუქტურები სტრატეგიული კომუნიკაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მუსტრაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

„მიგვაჩნია, რომ ექსტრადირება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ პრინციპებს“

მსგავსი სტატიები

„ამ მამაკაცს (გრიგოლ ვაშაძეს) ჩამოათვლევინოთ კონკრეტულად რა „დაუვიწყარ უბედურებებს“ გულისხმობს“

30 ივლ 2018
„სანდრო ბრეგადძის მონახულებისთვის დავისაჯე“

„სანდრო ბრეგადძის მონახულებისთვის დავისაჯე“

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018
„რუსეთს უფსკრულისგან ღმერთი და სტალინი იცავს“

„რუსეთს უფსკრულისგან ღმერთი და სტალინი იცავს“

24 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

    “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

  • ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

    ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

  • ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

    ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

  • მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

    მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

  • გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

    გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

  • მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

    მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

  • Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

    Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge