NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს მთავარმა პროკურორმა და საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების კითხვებს უპასუხეს

საქართველოს მთავარმა პროკურორმა და საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების კითხვებს უპასუხეს

02 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 875 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს მიეწოდათ ინფორმაცია პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძების შესახებ.

„საქართველოს მთავარმა პროკურორმა და საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების კითხვებს უპასუხეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, გამოიკითხნენ მოწმეები, ასევე სროლის ტრაექტორიის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო და კომპლექსური(გენეტიკური, ბალისტიკური და ტრასოლოგიური) ექსპერტიზები, რომელიც დღეის მდგომარეობით დასრულებული არ არის.

შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ოჯახისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე, რაზეც მათ განემარტათ, რომ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით არ არის დასრულებული ზემოხსენებული ექსპერტიზები და ჩასატარებელია სხვა საგამოძიებო მოქმედებები, პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ოჯახის ადვოკატს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე ამ ეტაპზე უარი ეთქვა.

მიუხედავად აღნიშნულისა, ოჯახს და ადვოკატს მიეცათ შესაძლებლობა და ოჯახის ადვოკატები და მათ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, გაეცნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს. საქმეზე აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მტკიცებულებათა მოპოვება და მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება ოჯახსდა საზოგადოებას“,-აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

თემირლან მაჩალიკაშვილი ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურატურა პროკურორი 2018-02-02
Tags თემირლან მაჩალიკაშვილი ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურატურა პროკურორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თანატოლების დაჭრისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს აცნობენ

შემდეგი სტატია

„მარგველაშვილმა სამწუხაროდ უღალატა იმ გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა“

მსგავსი სტატიები

თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა

თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის დიდი პროგრესის მიღწევა

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივნ 2022

მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

14 დეკ 2017
ძლიერმა წვიმამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა

12 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

    მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

  • მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

    მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

  • პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

    პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

  • ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

    ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

  • სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

    სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

  • მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

    მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

  • დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

    დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

  • კლასიკად ქცეული ფილმები

    კლასიკად ქცეული ფილმები

  • სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

    სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

  • დღე ისტორიაში – 26 მარტი

    დღე ისტორიაში – 26 მარტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge