პრეზიდენტის მიერ შეწყალების წესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომა ჰუმანურია, ხოლო ნარკორეალიზატორებთან მიმართებით მიდგომა იქნება კატეგორიული.
„ჩვენ გვაქვს გეგმა და კონკრეტული შეთავაზება საკანონმდებლო ცვლილებით ნარკომოხმარებლის მიმართულებებში კანონმდებლობა როგორ გახდეს უფრო ჰუმანური და აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. იმ შემთხვევაში თუ საკითხი ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგი, რამე თუ ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემქმნელი წახალისების მიმართულებით.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებელს, ჩვენ აქ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს წინ და აქ უკვე ჰუმანური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან სახეზეა და თქვენ თუ შეხედავთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ ამ მიმართულებით უკვე მსჯავრის გამოტანა აღარ ხდება ფაქტობრივად, ხოლო თუ საქმე ეხება გამსაღებლებს, აქ ჩვენ ვიქნებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად კატეგორიული“,-განაცხადა გახარიამ.
კომენტარები