მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული პირების პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. ოთხი დღის წინ გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. სილაგაძის ადვოკატის მანანა აფხაძის განცხადებით, პროცესზე წარმოდგენილი იქნება პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
„განმარტება, რომ თითქოს იყო ხელშეშლა პოლიციელთა საქმიანობაში, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. დღეის მდგომარეობით ამისი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის მცდელობა, კიდევ ერთხელ, სამართალდამცველების მხრიდან, რომ ხელი დააფარონ იმ პირებს, ვინც ძალადობს უდანაშაულო, კანონმორჩილ მოქალაქეებზე“,-განაცხადა აფხაძემ.
კომენტარები