NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხოშტარია: ჩვენ ვიხილეთ საბჭოთა ჯარის კადრები, როდესაც ხდება ადამიანების ჩაგვრა ჯარში

ხოშტარია: ჩვენ ვიხილეთ საბჭოთა ჯარის კადრები, როდესაც ხდება ადამიანების ჩაგვრა ჯარში

02 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 367 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თავდაცვის სისტემაში მიმდინარე საგანგაშო მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, რამდენი დღის წინ გავრცელებული კადრები შემაშფოთებელია და ამ საქმის გამოძიებით მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ შემაშფოთებელი კადრები, როგორ ჩაგრავენ წვევამდელებს და ფაქტია, რომ ჩვენ ვიხილეთ საბჭოთა ჯარის კადრები, როდესაც ხდება ადამიანების ჩაგვრა ჯარში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საგანგაშო შემთხვევა ადამიანის გარდაცვალების, სადაც ოჯახს და ადვოკატს აქვს ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები არ ისმის.

ვერ ვხედავთ მინისტრებს, რომლებიც მიდიან და არკვევენ ადგილზე რა ხდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საოკუპაციო ხაზთან. მინისტრი უნდა მიდიოდეს და რეალურად მიზეზებს არკვევდეს თუ რა მოხდა და სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ უპასუხისმგებლო მიდგომას ამ ძალიან საშიშ მოვლენასთან.

საოკუპაციო ზოლთან საგუშაგოზე წვევამდელის სიკვდილი არ არის ერთჯერადი ფაქტი, ეს არის საერთო პრობლემის ნაწილი. 2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნება იძახდა, რომ ჩვენ გადავდივართ პროფესიულ ჯარზე. ეს არის, რაც სჭირდება თანამედროვე საქართველოს და ეს არის ნატოს სტანდარტების მობილური, თანამედროვე, ეფექტური შეიარაღებული ძალები თავისი სარეზერვო სისტემით.

ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით როგორ ებრძოდა ქართული ოცნება პოლიტიკური ნიშნით თავდაცვის მინისტრებს, როგორ აკლებდა ამ სისტემას ფულს და რესურსებს და ნაცვლად იმისა, რომ მიზეზები ვეძებოთ რატომ მივდივართ საბჭოთა ჯარისკენ, ვხედავთ ხელისუფლება გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას და საუბრობენ, რომ წვევამდელ სისტემაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც საერთოდ დაასამარებს ამ სისტემას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

ევროპული საქართველო ელენე ხოშტარია თავდაცვის სამინისტრო 2018-02-02
Tags ევროპული საქართველო ელენე ხოშტარია თავდაცვის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზუგდიდში გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება

შემდეგი სტატია

„როცა გაჩუმებენ, ხმა უნდა ამოიღო“

მსგავსი სტატიები

გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური ბრძანება გამოსცა

22 სექ 2017
შესაძლო შერჩევითი სამართალი – “გირჩი” ჯიბღაშვილის საქმეზე პროკურატურასა და შსს-ს განმარტებებს სთხოვს

შესაძლო შერჩევითი სამართალი – “გირჩი” ჯიბღაშვილის საქმეზე პროკურატურასა და შსს-ს განმარტებებს სთხოვს

სოსო ელისაშვილი 24 აპრ 2019
„იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ზურაბ ადეიშვილს 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა

„იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ზურაბ ადეიშვილს 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2020

უახლესი ამბები

  • ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

    ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

  • ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

    ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge