NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრეზიდენტის ინიციატივით პატიმართა შეწყალების წესში ცვლილებები შედის

პრეზიდენტის ინიციატივით პატიმართა შეწყალების წესში ცვლილებები შედის

01 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 667 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა – ტრანზიტისა.

როგორც ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.

ასეთივე, წესით, კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.

ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გასული იქნება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს.

კომენტარები

ეკონომიკური ინიციატივა ნარკოტიკული დანაშაულებები პრეზიდენტი საკუთრების წინააღმდეგ ფინანსური შეწყალების წესი 2018-02-01
Tags ეკონომიკური ინიციატივა ნარკოტიკული დანაშაულებები პრეზიდენტი საკუთრების წინააღმდეგ ფინანსური შეწყალების წესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი აბესაძე: თავდაცვის სფეროში მდგომარეობა არის მძიმე

შემდეგი სტატია

როგორ ჩანდა 2018 წლის 31 იანვარს „სუპერმთვარე“ მთელს მსოფლიოში

მსგავსი სტატიები

„ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატურად შემოთავაზებული კანდიდატიდან ერთ-ერთს დაასახელებს“

„ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატურად შემოთავაზებული კანდიდატიდან ერთ-ერთს დაასახელებს“

23 ნოე 2017

რუსეთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნაში ბრალს ისრაელს სდებს

18 სექ 2018
სუბარი: კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და „შალვას ფანჩატურიდან“ გამოვიდნენ

სუბარი: კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და „შალვას ფანჩატურიდან“ გამოვიდნენ

ნინო ჩხეიძე 08 მაი 2021

უახლესი ამბები

  • ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

    ეკატერინე ქარდავა: მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ …

  • მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

    მედია: თურქეთში უკრაინელმა მამამ დანით დაჭრა ორი შვილი, შემდეგ კი ცოლის მოკვლა სცადა

  • “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

    “Stinger-მა მშვენივრად იმუშავა!”

  • ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

    ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული, პრაგმატული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენი ძმების, ჩვენი ოსების, ჩვენი აფხაზების დაბრუნება

  • პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

    პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადას სიტყვით მიმართავს

  • ვადიმ ბოიჩენკო:  მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

    ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება

  • ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

    ადვოკატი – საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ფაქტებს ვერ იხსენებს

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge