კევინ სპეისის სკანდალების შესახებ ჩვენი მკითხველი კარგად იქნება ინფორმირებული, ბუნებრივია ამ მოვლენებს მსახიობის შემდგომ კარიერაზეც ექნება დიდი გავლენა და მართლაც კომპანია ნეთფლიქსმა სპეისი დაითხოვა და ის ბანქოს სახლის ახალ სეზონში აღარ მიიღებს მონაწილეობას. ყველას კარგად გვესმის თუ რა სიმძიმის ბრალდებას უყენებენ მსახიობს და ასევე კარგად ვხვდებით, რომ მის გარეშე ეს სერიალი გარკვეულ ხიბლს დაკარგავს.
კომპანია ნეთფლიქსმა უკვე დაანონსა ახალი სეზონი და გავრცელებული ინფორმაციით შოუს ორი ცნობილი მსახიობი უერთდება.
საუბარია ჰოლივუდის ისეთ ვარსკვლავებზე, როგორებიც არიან დაიან ლეინი და გრეგ კინერი. აშკარად ჩანს, რომ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს სპეისის არ ყოფნა უმტკივნეულოდ წარმოაჩინოს, თუმცა როგორ გამოვა ეს ამბავი ამას სამომავლოდ ვიხილავთ.
ამ ეტაპზე ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი უცნობია, ასევე გასარკვევია თუ ვის როლს შეასრულებენ ზემოხსენებული მსახიობები. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება თუ როგორ მოხდება სპეისის ლეგენდარული პერსონაჟის ფრენკ ანდერვუდის ახალი სეზონიდან გაქრობა, არსებობს ვერსიები, რომ ცნობილი პრეზიდენტს ფილმში მოკლავენ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.
მოკლედ ამ სერიალის მოყვარულებისთვის ერთის მხრივ ცოტა დასანანია სპეისის არ ყოფნა, ხოლო მეორეს მხრივ საინტერესო იქნება თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახალი სახეების დამატების შემდეგ
კომენტარები