NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერისა და ნადირობის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერისა და ნადირობის ფაქტები გამოავლინეს

01 თებ 2018 ახალი ამბები, სამართალი 947 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ტბაზე ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, წყლიდან 5 ერთეული 100 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამოღებული ბადეები დაილუქა. ბადეში გაბმული თევზები, დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბინადრო გარემოში დააბრუნეს. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყიბულის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

დეპარტამენტის კახეთისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. ქარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ და უკანონოდ მოპოვებული 2,8 კგ ხრამულის, 1,8 თრისას (შამაია) და  1,00 კგ კარჩხანას სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული. მოქალაქეებს სამართალდარღვევის იარაღები ჩამოერთვათ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

უკანონო ნადირობის 13 ფაქტი გამოვლინდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. მოქალაქეების მიერ აკრძალული იარაღით, კერძოდ ღამე გასანათებელი მოწყობილობით – ე.წ. ფარით ნადირობის 4 ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86 მუხლის მე-15 ნაწილით (საჯარიმო სანქცია 1000-დან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით). ხოლო, გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობის 9 ფაქტი დაფიქსირდა. 86 მუხლის მე-12 ნაწილით შედგენილი ოქმების საფუძველზე (საჯარიმო სანქცია100-დან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ) ამოღებულია 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი.

შეგახსენებთ, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა, ნადირობისას, აუცილებლად თან უნდა იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომენტარები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თევზჭერა უკანონო 2018-02-01
Tags გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თევზჭერა უკანონო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არასრულწლოვნების მკვლელობების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

შემდეგი სტატია

ვუდი ალენის ახალი ფილმი შესაძლოა აღარ გამოვიდეს.

მსგავსი სტატიები

„შაქრო მალადოის“ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

„შაქრო მალადოის“ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018
ჩვენ გვჭირდება მოქმედება, აღარ გვაქვს გაჩერების დრო – სააკაშვილი აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

ჩვენ გვჭირდება მოქმედება, აღარ გვაქვს გაჩერების დრო – სააკაშვილი აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

28 იან 2019
„არავის დავინდობთ, ვინც კორუფციის მიმართულებით იქნება შემჩნეული“

„არავის დავინდობთ, ვინც კორუფციის მიმართულებით იქნება შემჩნეული“

14 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

    მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

  • მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

    მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

  • პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

    პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

  • ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

    ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

  • სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

    სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

  • მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

    მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

  • დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

    დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

  • კლასიკად ქცეული ფილმები

    კლასიკად ქცეული ფილმები

  • სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

    სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

  • დღე ისტორიაში – 26 მარტი

    დღე ისტორიაში – 26 მარტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge