NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეროვნულმა ბანკმა უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ეროვნულმა ბანკმა უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა

01 თებ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 885 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან და მონეტის დიზაინერ ნინო გონგაძესთან ერთად საზოგადოებას მონეტა წარუდგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და დიზაინის  ავტორი ნინო გონგაძეა.

მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500 – იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა  დღეიდან, პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი. მონეტაზე  გამოსახულია შვიდი მნათობი, რომელთაც ვხვდებით მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სახელმწიფო გერბზე. ასევე დატანილია წარწერა “ხუთი ლარი”.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დატანილია წარწერები – “საქართველო”, “GEORGIA”,  “1918“ , „2018” და “5 ლ”.

“მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ეროვნული ბანკის კიდევ ერთი საინტერესო პროექტის წარმატებული შედეგი – საკოლექციო მონეტა, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მივუძღვენით.

ეროვნული ბანკისთვის ნამდვილად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი  პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო  მთელს ამიერკავკასიაში და მის დამაარსებელ ივანე ჯავახიშვილთან ერთად, ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იყო განათლების, პროგრესისა და  ევროპული ღირებულებების სიმბოლო. საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს და ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა,  უნივერსიტეტს ასი წლის მანძილზე 300 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მისივე თქმით,  ეს თარიღი მნიშვნელოვანია არამარტო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტელებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან უნივერსიტეტის დაარსება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და წინაპირობა იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალაზრისით.

“2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. თსუ დღესაც პირველია ბევრი მაჩვენებლით: რეგიონში პირველია კვლევების, იმპაქტფაქტორიან გამოცემებში პუბლიკაციების მიხედვით. თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2 %-ში შედის (/The U.S. News&World Report – Best Global Universities Ranking/ (2017 წ.). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასი წლის მანძილზე 300 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ეს თარიღი მნიშვნელოვანია არამარტო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტელებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან უნივერსიტეტის დაარსება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და წინაპირობა იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალაზრისით.

მოხარულები ვართ, რომ ამ თარიღს უკავშირდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ გამორჩეული დიზაინის 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა”, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

 

კომენტარები

ეროვნული ბანკი თსუ იუბილე მონეტა 2018-02-01
Tags ეროვნული ბანკი თსუ იუბილე მონეტა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიშელ ობამამ გაამხილა საიდუმლო თუ რა იდო ყუთში, რომელიც მელანია ტრამპმა აჩუქა

შემდეგი სტატია

დაჭრილი არასრულწლოვნების მეგობარი სამი საათია გამოკითხვაზე იმყოფება

მსგავსი სტატიები

ნიგერიაში ტერორისტული აქტის შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა

16 აგვ 2017

ე.წ. მოსმენების კანონი – საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტებს მოისმენს

17 აპრ 2019

„რუსთავი2“-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს

27 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge