ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საავადმყოფოში გადაყვანილი ბაღის სამივე აღსაზრდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კახა გვანცელაძის თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა, ჩართულია სურსათის უვნებლობის სააგენტო, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.
„სამი ბავშვი, რომლებიც განთავსებული იყვნენ კლინიკაში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი უახლოეს საათებში დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს, რაც შეეხება მიზეზებს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ჩართული არის სურსათის უვნებლობის სააგენტო, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივიტანეთ სინჯები, წინასწარი მონაცემებით, როგორც ექიმები გვეუბნებიან, შეიძლება ეს იყოს ენტეროვირუსი“,-განაცხადა გვანცელაძემ.
თბილისის ზღვის ტურბაზაზე მდებარე საჯარო ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ პირღებინება აღენიშნებოდათ.
კომენტარები