NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულებს 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულებს 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

01 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 377 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდების საქმეზე ორ პირს სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

“ირაკლი ა. და ლევან ა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივ დისკრიმინაციაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვაში, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, მსჯავრდებულებმა ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები. იმავე დღეს, ლევან ა.-მ , მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარედ, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ფერადკანიან პირებს. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ის გარემოება, რომ ისინი იყვნენ ნასამართლობის არმქონე პირები და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი”- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ნიგერია რასობრივი დისკრიმინაცია სასამართლო ფერადკანიანები 2018-02-01
Tags ნიგერია რასობრივი დისკრიმინაცია სასამართლო ფერადკანიანები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები საქართველოშია

შემდეგი სტატია

არასრულწლოვანის ადვოკატის განცხადებით, მას დაკითხვაზე დასწრების საშუალება დროულად არ მისცეს

მსგავსი სტატიები

ლუცენკო: „ისინი საკუთარ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ“

05 დეკ 2017
თურქეთში რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

თურქეთში რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

24 ივნ 2018

თეონა კონტრიძე: სახლი რომელიც „რუსთავი 2“-მა აჩვენა, არის ჩემი და არა დეპუტატ გია ჟორჟოლიანის

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

  • თეა წულუკიანმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

    თეა წულუკიანმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

  • Logista.ge  – კონტეინერების დაზღვევის ინოვაციური პლატფორმა თიბისი დაზღვევისგან

    Logista.ge – კონტეინერების დაზღვევის ინოვაციური პლატფორმა თიბისი დაზღვევისგან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge