NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები საქართველოშია

მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები საქართველოშია

01 თებ 2018 ახალი ამბები, კულტურა 826 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. მათი ცნობით, ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში ნამუშევრების ინსტალაცია მიმდინარეობს.

“2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) 6 გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმიდან რომლის კოლექცია, მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, ინახავს 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობის მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიური ნიმუშების მდიდარ კოლექციას.

სიცოცხლეშივე ყველა დროის უდიდეს ხელოვანად აღიარებულმა მიქელანჯელომ, გამორჩეული ხელწერისა და ვირტუოზული ტექნიკის წყალობით, სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქანდაკებასა და მხატვრობაში და საკუთარი შემოქმედებით სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი გენიოსთა შორის.

ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.

დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის ხელის გამოსახულებას ფრესკისთვის „ადამის შექმნა” და ფიგურებს ფრესკისთვის ,,სამოთხიდან განდევნა.“ ექსპოზიციაში ჩართული იქნება მულტიმედია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად.”

გამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. საქართველოს მხრიდან: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი ,,Check in Georgia” და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია”; იტალიის მხრიდან კი: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის კულტურის სამინისტრო, პროგრამა „VivereALL’italiana”. გამოფენა ხორციელდება მუზეუმთან „კაზა ბუონაროტი” და კულტურულ ასოციაცია „მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით”- ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

გამოფენა ეროვნული გალერეა მიქელანჯელო მუზეუმი 2018-02-01
Tags გამოფენა ეროვნული გალერეა მიქელანჯელო მუზეუმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

4 მედიასაშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

შემდეგი სტატია

სასამართლომ რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულებს 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სტატიები

პრემიერმინისტრი EIB-ის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

02 ოქტ 2017
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

28 იან 2019
ზოიძე: ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ვართ კანონმდებლები და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება

ზოიძე: ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ვართ კანონმდებლები და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება

12 სექ 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge