NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

01 თებ 2018 ახალი ამბები, მსოფლიო, პოლიტიკა 907 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

 საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  და ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს.

საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას, სტრუქტურულ რეფორმებს, ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებსა და ტექნიკურ დახმარებებს. მხარეებმა იმ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც გზების, ენერგეტიკის,  სოფლის მეურნეობის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

შეხვედრას ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სუვერენული დაფინანსება საქართველოში წარმოადგენს, დაახლოებით, 3 მილიარდ აშშ დოლარს, საიდანაც მეოთხედი მთავრობის რეფორმების მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსია. ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 774 მილიონი აშშ დოლარია.

კომენტარები

ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკი 2018-02-01
Tags ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მათი ბანკეტზე დაპატიჟება არ მოეწონათ სხვა კლასელებს“ – არასრულწლოვნების კონფლიქტის დეტალებზე ადვოკატი საუბრობს

შემდეგი სტატია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”: 267 857 ლარის ღირებულების „მორგებული“ ტენდერი

მსგავსი სტატიები

პესკოვი:  რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს “ბაირაქტარის” რუსეთში შესაძლო წარმოების ან თურქეთისგან შეძენის საკითხი არ განუხილავთ

პესკოვი: რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს “ბაირაქტარის” რუსეთში შესაძლო წარმოების ან თურქეთისგან შეძენის საკითხი არ განუხილავთ

ნინო ჩხეიძე 06 აგვ 2022
პაატა ბურჭულაძეს დღეს სასამართლო წესით დაკითხავენ

პაატა ბურჭულაძეს დღეს სასამართლო წესით დაკითხავენ

09 თებ 2018
ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა

ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა

07 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge