რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს. დაჭრილი მოზარდები თბილისის N35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში, მეორეს კი გულ-მკერდის ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები