NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პროკურატურა: პოლიტპატიმრის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურა: პოლიტპატიმრის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

31 იან 2018 ახალი ამბები, სამართალი 727 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის მამხილებელი ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალდებული კ.ჯ. დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის საქმეზე ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 06 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებს, თითქოსდა ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, დაკავებული ჰყავდათ ოპოზიციურ-პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ბექა პეტრიაშვილი.

იმავე დღეს პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ იქნა ცრუ მოწმე კ.ჯ., რომელმაც მოწმის სახით დაკითხვისას, დაკავებული ბექა პეტრიაშვილის დანაშაულში მხილების მიზნით, გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება, რომლის თანახმადაც, თითქოს იგი ბექა პეტრიაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის თვითმხილველი გახდა, თუ როგორ არღვევდა იგი საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდა ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მისულ პოლიციის თანამშრომლებს.

პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ ინციდენტის დროს, კ.ჯ. არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვერ გახდებოდა ფაქტის თვითმხილველი და მან ცრუ ჩვენება ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნის მიზნით მისცა.

კ.ჯ.-ს სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით, 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ამნისტიის აქტის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა 1 წლით და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილს, რომელიც 2011 წლის 06 დეკემბერს გასამართლებული იქნა ცრუ ჩვენების და საქმეზე ხელოვნურად შეკრებილი გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისი საქმის გადასინჯვის და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

ბექა პეტრიაშვილი მთავარი პროკურატურა პოლიტპატიმარი პროკურატურა სასამართლო 2018-01-31
Tags ბექა პეტრიაშვილი მთავარი პროკურატურა პოლიტპატიმარი პროკურატურა სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მხიარული დირექტორი მოსწავლეებს სკოლის დაკეტვას ატყობინებს

შემდეგი სტატია

თბილისში სასტუმრო „ჰილტონის” მშენებლობა იწყება

მსგავსი სტატიები

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

11 იან 2019
ბიუროს სხდომაზე 18-20 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს

ბიუროს სხდომაზე 18-20 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს

16 აპრ 2018
ხალხმა შინაგანად, ემოციურად ივანიშვილი უკვე გაუშვა სახლში,

ხალხმა შინაგანად, ემოციურად ივანიშვილი უკვე გაუშვა სახლში,

სოსო ელისაშვილი 13 მაი 2019

უახლესი ამბები

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

  • ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

    ლაშა ჟვანია: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

  • დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

    დმიტრი მედვედევი: ზელენსკის ან ტრიბუნალი ელოდება ან…

  • ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

    ზაზა შათირიშვილი: სწორედ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია, ის წინაღობა რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მსურველებს

  • ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

    ესტონეთსა და ფინეთს რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებისთვის ფინეთის ყურის ჩაკეტვა სურთ

  • საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედების გეგმას ადასტურებს

  • დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

    დმიტრი მედვედევი: უბედური შემთხვევები ევროპის ატომურ ელექტროსადგურებშიც შეიძლება მოხდეს

  • ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანიები „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი” კომუნიკაციების კომისიაში „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  •  BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

     BBC: ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს

  • გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

    გზა წარმატებისკენ – დაიწყე კარიერა თეგეტაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge