მთავარმა პროკურორმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საკითხზე კომენტარი გააკეთა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართულ მხარეს შესაბამისი მოხოვნა გაგზავნილი აქვს, მისივე თქმით, უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებზეა დამოკიდებული, აღნიშნულთა დაკავშირებით რა სამართლებრივ პროცედურებს გაატარებენ.
„ჩვენ შესაბამისი მოთხოვნით მიმართული გვაქვს უკრაინის კომპეტენტური ორგანოებისთვის და მათზე არის დამოკიდებული, რა სამართლებრივ პროცედურებს გაატარებენ“,-განაცხადა შოთაძემ.
კომენტარები