თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მთავარი პროკურორის განცხადებას მიესალმება, თუმცა მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ სასურველია შეხვედრა მოხდეს პანკისის ხეობაში. რადგან მიიჩნევს, რომ იქ უფრო კარგად მხდება იმ წუხილისა და პოზიციის გაჟღერება, რაც პანკისის ხეობის წარმომადგენლებსა და გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს აქვს.
„ჩვენ გვსურს დავაზუსტოთ შეხვედრის დეტალები, კერძოდ თუ სად გაიმართება ეს შეხვედრა. მე გავაჟღერებ პანკისის ხეობის მკვიდრების, უხუცესთა საბჭოს და აგრეთვე გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების პოზიციას და თხოვნას, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს პანკისის ხეობაში, სადაც მოხდება სათანადო დახვედრა, ვინაიდან იქ გაჟღერდება ერთობლივი თხოვნა, შეჯერებული იქნება მათი წუხილი და იქ უფრო ადვილი და გასაგები იქნება, თუ რატომ ითხოვდნენ ისინი კონკრეტულად მათთან შეხვედრას“,-განაცხადა კუბლაშვილმა.
მთავარი პროკურორი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან შესახვედრად მზად არის. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კომენტარები