ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქით“ გამოეხმაურა.
„მოკლედ, გირგვლიანის სახელი ლაფში ამოავლო „ქართულმა ოცნებამ“. ჯერ იყო და, ძეგლი დაუდგეს ყველა ჯურის კრიმინალთან ერთად, მერე ყველაზე სამარცხვინო და ანტიკონსტიტუციურ სისხლის სამართლის საქმეს დაარქვეს მისი სახელი (შეწყალების გამო პრეზიდენტი რომ გაასამართლეს, აი, იმას). და ახლა, დრაკონული საკანონმდებლო პაკეტი “გირგვლიანის შესწორებების” სახელით შეაქვთ პარლამენტში.
ჭეშმარიტად, ადამიანის მოკვლა სიკვდილის შემდეგაც შეიძლება“,-წერს გვარამია.
მოკლედ, გირგვლიანის სახელი ლაფში ამოავლო ქართულმა ოცნებამ. ჯერ იყო და, ძეგლი დაუდგეს ყველა ჯურის კრიმინალთან ერთად….
Posted by Nika Gvaramia on სამშაბათი, 30 იანვარი, 2018
კომენტარები