NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა

„ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა

31 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 878 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 82 ქულა მიიღო, რაც 2015 წელთან შედარებით, 16 პუნქტიანი გაუმჯობესებაა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო რეიტინგში, რომელიც 102 ქვეყანას მოიცავს, მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა (2015 წელს მე-16 ადგილზე იყო) – მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია უსწრებენ.

ამასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

„კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვე გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ღია ბიუჯეტის კვლევას 2012 წლიდან ახორციელებს.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი. ეს რვა დოკუმენტია:

  • ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები

  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი

  • მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი

  • სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები

  • სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში

  • სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით“ ფასდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ ყურადღებას ამახვილებს ასევე საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობასა და ბიუჯეტზე ეფექტური ზედამხედველობის საკითხებზეც. ამ ორი თემის შეფასება „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ შემადგენელი ნაწილი არ არის და ცალკე განიხილება. ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები, განსაკუთრებით, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 22 ქულა (მსოფლიოში მე-17 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი – 74 ქულა (მე-18 ადგილი).

ვულოცავთ საქართველოს ამ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მეტი ყურადღება დაეთმობა საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას.

შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიღწეულ შედეგს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების კიდევ უფრო დახვეწა და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება“, – წერია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

IBP ბიუჯეტი გამჭვირვალობა ინდექსი საერთაშორისო გამჭვირვალობა ღია ბიუჯეტის ინდექსი 2018-01-31
Tags IBP ბიუჯეტი გამჭვირვალობა ინდექსი საერთაშორისო გამჭვირვალობა ღია ბიუჯეტის ინდექსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ხელისუფლების შეცვლა თუ გვინდა, „ფეისბუქი“ უნდა დაიხუროს“

შემდეგი სტატია

„ვიმედოვნებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ისტორიულ ნაბიჯს გადადგამენ“

მსგავსი სტატიები

ეკა ბესელია: იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში იყო  საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი

ეკა ბესელია: იანოშ ჰერმანი მთელი ამ წლების განმავლობაში იყო საქართველოს საუკეთესო მეგობარი და ქვეყნის ინტერესების დამცველი

17 აგვ 2018
დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივლ 2022
თალაკვაძე მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე:  როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას ვეტყვით სინამდვილეში, რასთან გვაქვს საქმე, რატომ იყო დადებული ვეტო

თალაკვაძე მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას ვეტყვით სინამდვილეში, რასთან გვაქვს საქმე, რატომ იყო დადებული ვეტო

ნინო ჩხეიძე 22 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge