NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

31 იან 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, მნიშვნელოვანი 491 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 31 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„არსებული პროგნოზით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის პირველი თვეების განმავლობაში შემცირდება და წლის განმავლობაში საშუალოდ მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება. 2017 წლის ბოლოს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი საგრძნობლად გაუფასურდა, რამაც გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე და ხელი შეუწყო ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებას. აღნიშნულის პასუხად კომიტეტმა 13 დეკემბრის სხდომაზე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. ბოლო პერიოდში ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს გამყარების ტენდენცია აქვს. თუმცა, წინა პერიოდის გაუფასურების გავლენა ინფლაციაზე ჯერ სრულად არ ამოწურულა. ამასთან, 2017 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. შესაბამისად, კომიტეტმა ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება საჭიროდ არ მიიჩნია. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განეიტრალდება ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები.
2017 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.7 პროცენტი შეადგინა, რომელშიც ერთჯერადი ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი) ფაქტორების გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე დაახლოებით 2.9 პროცენტული პუნქტი იყო. აღნიშნული ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდება. 2018 წელს ინფლაციაზე გავლენას მოახდენს ეგზოგენური ფაქტორები: კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელზე აისახება იანვრიდან ადმინისტრირებული ფასების (ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების) ზრდა, რომლის გავლენა დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტია; საერთაშორისო ბაზრებზე 2017 წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული ნავთობის ფასების მატება 2018 წელსაც გაგრძელდა და მისი წვლილი წლიური ინფლაციის მაჩვენებელში, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 0.5 პროცენტული პუნქტი იქნება.
პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება საგარეო სექტორში. საქონლის ექსპორტის, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების მოცულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ფონზე, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინასწარი შეფასებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება 2018 წელსაც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლის შემცირებას.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 14 მარტს გაიმართება“, – წერია ბანკის განცხადებაში.

კომენტარები

ბანკი ეროვნული ბანკი ლარი მონეტარული პოლიტიკა რეფინანსირების განაკვეთი 2018-01-31
Tags ბანკი ეროვნული ბანკი ლარი მონეტარული პოლიტიკა რეფინანსირების განაკვეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლეონარდო დიკაპრიოსთან წაგებული სანაძლეოს გამო ჰარდიმ ტატუ გაიკეთა

შემდეგი სტატია

 „სილქნეტი“ პროგრამა „სტარტაპერს“ უერთდება

მსგავსი სტატიები

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს

22 იან 2018

სასამართლოში თამაზ მეჭიაურის უფლებებს საია დაიცავს

24 ოქტ 2017
„თიბისი ბანკის” საქმის ახალი ფიგურანტები პროკურატურას არ დაუკითხავს – პაატა ღაძაძის ჩვენება საქმის მასალებში არ დევს

„თიბისი ბანკის” საქმის ახალი ფიგურანტები პროკურატურას არ დაუკითხავს – პაატა ღაძაძის ჩვენება საქმის მასალებში არ დევს

News 01 მარ 2019

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge