NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ – გამოფენა ეროვნულ გალერეაში

„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ – გამოფენა ეროვნულ გალერეაში

30 იან 2018 ახალი ამბები, კულტურა, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1390 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში თბილისში მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადებას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

 

„„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ – საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას.

2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) 6 გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმიდან რომლის კოლექცია, მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, ინახავს 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობის მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიური ნიმუშების მდიდარ კოლექციას.

სიცოცხლეშივე ყველა დროის უდიდეს ხელოვანად აღიარებულმა მიქელანჯელომ გამორჩეული ხელწერისა და ვირტუოზული ტექნიკის წყალობით სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქანდაკებასა და მხატვრობაში და საკუთარი შემოქმედებით სამუდამოდ დაიმკვიდრა გენიოსთა შორის.

ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.

დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის ხელის გამოსახულებას ფრესკისთვის „ადამის შექმნა“ და ფიგურებს ფრესკისთვის „სამოთხიდან განდევნა.“ ექსპოზიციაში ჩართული იქნება მულტიმედია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად.“

გამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. საქართველოს მხრიდან: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი „Check in Georgia“ და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“; იტალიის მხრიდან კი: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის კულტურის სამინისტრო, პროგრამა „VivereALL’italiana“. გამოფენა ხორციელდება მუზეუმთან „კაზა ბუონაროტი“ და კულტურულ ასოციაცია „მეტამორფოზისთან“ თანამშრომლობით.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;“ – წერია მუზეუმის განცხადებაში.

 

კომენტარები

გამოფენა ეროვნული გალერეა ეროვნული მუზეუმი იტალიის საელჩო მიქელანჯელო მიქელანჯელო ბუონაროტი სიქსტეს კაპელა 2018-01-30
Tags გამოფენა ეროვნული გალერეა ეროვნული მუზეუმი იტალიის საელჩო მიქელანჯელო მიქელანჯელო ბუონაროტი სიქსტეს კაპელა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი გამოკითხვაზე იმყოფებიან

შემდეგი სტატია

„დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება“

მსგავსი სტატიები

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ესაუბრა

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ესაუბრა

სოსო ელისაშვილი 08 მარ 2018

ირაკლი ჩხვირკია სასამართლო პროცესებზე საკუთარ ინტერესებს თავად დაიცავს

14 დეკ 2017

„რაო, კახიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ გვჭირდებოდაო?“

12 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge