რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი პრაღაში მიემგზავრება. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებისა, გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს ის გეგმავს ყურადღება გაამახვილოს ახალგორში, რუსეთის მხრიდან ე.წ. საბაჟო პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით, ასევე საუბარი იქნება ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, რუსეთის ფედერალური სამსახურის ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით და რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომელიც ერთობლივი საჯარისო შენაერთების შექმნას გულისხმობს.
„ჩემი მხრიდან ალბათ გაკეთდება კომენტარები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხდება. მე ამას ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე საუბრის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ძალიან რთულია ამას გვერდი აუარო.
რატიფიცირება რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის, ერთობლივი საჯარისო შენაერთების შექმნის შესახებ, ახლა გავიგეთ ინფორმაცია, რომ ე.წ. რაღაც საბაჟო პუნქტი იხსნება ცხინვალის რეგიონში, არის თემები, რომლებიც ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“,-განაცხადა აბაშიძემ.
კომენტარები