NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მამუკა, სად იყავი მაშინ, როდესაც ვაპროტესტებდით გირგვლიანის საქმეს?“

„მამუკა, სად იყავი მაშინ, როდესაც ვაპროტესტებდით გირგვლიანის საქმეს?“

30 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 836 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

,,თავისუფალი დემოკრტაების” აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მიერ გამართულ ბრიფინგზე დაანონსებულ, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება:

,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ,,ქართული ოცნების” განცხადებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ბედავს და ახსენებს გირგვლიანის საქმეს და ამავდროულად, აწინაურებს მოსამართლე მურუსიძეს. ახსენებს გირგვლიანის საქმეს და აბსოლიტურად ყველა პროკურორს, რომლებიც წინახელისუფლებას ემსახურებოდა თანამდებობებზე ტოვებს და ხშირ შემთხვევაში აწინაურებს.

მამუკა, შენც მინდა, მოგმართო და ასევე ,,ოცნებასაც”. მამუკა, სად იყავი მაშინ, როდესაც ვაპროტესტებდით გირგვლიანის საქმეს და სხვა ბევრ უკანონობას, რომლებსაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა? სად იყვნენ, იმ დროს „ნაციონალი“ და ახლა ,,ოცნებაში” გადმოპორტირებული შენი თანაპარტიელები, რომლებიც გირგვლიანის საქმის მიმდინარეობისას აქტიურად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ცვლილებებში, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. საინტერესოა, ისინიც უერთდებიან ამ განცხადებას?

თქვენ ის პოლიტიკური გუნდი ხართ, რომლისთვისაც გირგვლიანის საქმის ადვოკატი არის პოლიტიკურად მიუღებელი, ხოლო მურუსიძე და ადეიშვილის საპროკურორო სისტემა თქვენთვის მისაღებია და ორგანულად თქვენია”.

ლევან სამუშიას მიაჩნია, რომ სრულიად აბსურდულია „ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან საუბარი ადამიანის ღირებულებებსა და უფლებებზე:

,,როგორც დღევანდელი განცხადებიდან გავიგეთ, თურმე ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების გაცხადებული ღირებულება ყოფილა ადამიანი. სასაცილოა ეს ყოველივე. სასაცილოა, როდესაც ,,ოცნება” გვეუბნება, რომ მურუსიძის სასამართლო და ადეიშვილის პროკურორები დაიცავენ ადამიანის უფლებებს და ამით ისინი ამაყობენ.

,,თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია არასწორს უწოდებს მამუკა მდინარაძის მიერ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ნეგატიური კუთხით წარმოჩენას გირგვლიანის საქმესთან მიმართებაში:

„ოცნების” განცხადებაში ძლიერ იგრძნობა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვება. სირცხვილია პრეზიდენტ მარგველაშვილის ნეგატიური კუთხით დაკავშირება გირგვლიანის საქმესთან იმ პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს „პორტირებულ პოლიტიკოსთა კრებული”.

მე მახსოვს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის პროტესტი წინა ხელისუფლების დროს და ასევე მახსოვს „პორტირებულების” და „ჩუმადმყოფების” პოზიცია. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ქვეყანაში ,,ყვარყვარიზმი” მძვინვარებს. ,,ყვარყვარიზმის” პირობებში ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი არგააჩნია”, – ნათქვამია ლევან სამუშიას განცხადებაში.

კომენტარები

გირგვლიანის საქმე თავისუფალი დემოკრატები ლევან სამუშია მამუკა მდინარაძე ყვარყვარიძმი 2018-01-30
Tags გირგვლიანის საქმე თავისუფალი დემოკრატები ლევან სამუშია მამუკა მდინარაძე ყვარყვარიძმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებული პირები სასამართლომ გაათავისუფლა

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე ლიტვის პრემიერმინისტრს შეხვდა

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

18 იან 2018
გიგი წერეთელი: სალომე ზურაბიშვილს ყოველთვის შევეწინააღმდეგები ფრაზაზე – „არა და არასდროს“, ეს არაპოლიტიკური განცხადებაა

გიგი წერეთელი: სალომე ზურაბიშვილს ყოველთვის შევეწინააღმდეგები ფრაზაზე – „არა და არასდროს“, ეს არაპოლიტიკური განცხადებაა

ნინო ჩხეიძე 22 ივლ 2022

კახა კალაძე: სამარცხვინოა, რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ თავის გასაპიარებლად დეზინფორმაციას ავრცელებენ

24 სექ 2017

უახლესი ამბები

  • კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

    კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge