NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ეს იყო ხელისუფლების ძალიან მძიმე დანაშაული, ეს იყო შეთქმულება ადამიანის წინააღმდეგ“

„ეს იყო ხელისუფლების ძალიან მძიმე დანაშაული, ეს იყო შეთქმულება ადამიანის წინააღმდეგ“

30 იან 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 656 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

 „თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პაკეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში აბსოლუტური ფორმით თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ,  ამ შემთხვევაში,  მე ასეთ პაკეტს მხარს დავუჭერ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ქართული ოცნების” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივით გამოდის.

„გირგვლიანის მკვლელობა და გირგვლიანის საქმე არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი. მე სამწუხაროდ არ ვიცნობ იმ ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა ჩემი კოლეგების მიერ. თუმცა, თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პაკეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ აბსოლუტური ფორმით თავიდან აგვაცილებს იმას, რაც მოხდა გირგვლიანის მიმართ, საუბარია ხელისუფლების შეთქმულებაზე ერთი ადამიანის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მე ასეთ პაკეტს მხარს დავუჭერ. საბჭოთა გადმონაშთი იყო ის შეთქმულება, რომელიც მოაწყო წინა ხელისუფლებამ გირგვლიანის წინააღმდეგ და საბჭოთა გადმონაშთი არის ის, რასაც აკეთებენ ამ შეთქმულებისთვის ხელის დასაფარებლად. ეს არის ნამდვილად საბჭოთა გადმონაშთი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს ნებისმიერი ინიციატივას, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოსა და ხელისუფლების შეთქმულებას გამორიცხავს.

„ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ცოტა ხნის წინ. ეს გამოსვლა დაემთხვა გირგვლიანის მკვლელობის 12 წლისთავს და მან ძალიან ამაყად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ის არის მართალი ამ საქმეში. ამის, ასე ვთქვათ, წაქეზება დაემთხვა იმ ყველაფერს, რაც ვიხილეთ ჩვენ მანამდე, როდესაც საუბარი იყო შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილის დასჯის დაუშვებლობაზე. ეს იყო ამის საფუძველი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც მოხდა  თავის დროზე  გირგვლიანის წინააღმდეგ, ეს იყო ხელისუფლების ძალიან მძიმე დანაშაული, ეს იყო შეთქმულება ართი ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებისთვის ხელის დაფარება არ არგებს არავის”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

ინიციატივა ირაკლი კობახიძე შეთქმულება 2018-01-30
Tags ინიციატივა ირაკლი კობახიძე შეთქმულება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დედამ გაყიდა მშობლების ბინა და კიევის გარეუბანში მიწის პატარა ნაკვეთი იყიდა“

შემდეგი სტატია

ფოტოები: იაპონელები თოვლით შესანიშნავად ერთობიან

მსგავსი სტატიები

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი იმიტომ ჩახსნეს, რომ შეეშინდათ ჩვენი პარლამენტში შემოსვლის

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი იმიტომ ჩახსნეს, რომ შეეშინდათ ჩვენი პარლამენტში შემოსვლის

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივნ 2021
თბილისის ბაღების საკვებით მომარაგების 43 მილიონიან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთ კომპანის სურს – ოპოზიცია საეჭვო გარიგებებზე საუბრობს

თბილისის ბაღების საკვებით მომარაგების 43 მილიონიან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთ კომპანის სურს – ოპოზიცია საეჭვო გარიგებებზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 20 აგვ 2019
დავით ბაქრაძე: ეს ნამდვილად არ არის პარტია “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი

დავით ბაქრაძე: ეს ნამდვილად არ არის პარტია “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი

ნინო ჩხეიძე 28 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge