მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რომლის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. აღნიშნული ინფორმაცია News.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ჯერ-ჯერობით არ არის. ადგილზე სამაშველო ბრიგადებთან ერთად საპატრულო პოლიცია მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგური „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. როგორც თბილისის მაშინდელი მერი აცხადებდა, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
კომენტარები