პოპულარულმა აპლიკაციამ სმარტოფნებისთვის შემთხვევით აშშ-ს საიდუმლო სამხედრო ბაზების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აპლიკაცია Strava-მ, რომელიც იმ ადამიანებისთვის არის ვინც სპორტითა და ფიზიკური ვარჯიშით არის დაკავებული, გამოაქვეყნა ინტერაქციული რუკა The Global Heat Map, რომელზეც აღბეჭდილია ის მარშრუტები, რომელსაც აპლიკაციის მომხმარებლები გადიან.
მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში რუკები თითქმის მთლიანად ბნელი იყო, თუმცა, ექსპერტების ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა საბრძოლო მოქმედების ზონებში – სირიასა და ერაყში – რუკაზე აღმოჩენილი მარშრუტები. მათი ვარაუდით, ეს დიდი ალბათობით ამერიკელი სამხედრო ბაზებია, რომლის საზღვრებშიც ამერიკელი სამხედროები აპლიკაციის გამოყენებით ვარჯიშობენ.
„Strava-მ გამოაქვეყნა გლობალური რუკა… ლამაზია, თუმცა ეს ამერიკელი სამხედროებისთვის პრობლემაა. მათ ბაზების ამოცნობა ადვილია“, – დაწერა Twitter-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
The Guardian-ისა და Washington Post-ის ვარაუდით, ზოგიერთი ბაზა, რომელიც მომხმარებლებმა აღმოაჩინეს შესაძლოა აშშ-ს სამხედრო საიდუმლო იყოს.
კომენტარები