NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შეხვედრა მთავარ პროკურატურაში

შეხვედრა მთავარ პროკურატურაში

29 იან 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 667 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

25 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით, მთავარ პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსთან, ირაკლი ნადარეიშვილთან და  დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, კოკა კაციტაძესთან. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია.

შეხვედრაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაწყებული ახალი პროექტის – „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ შესახებ, რომლის მიზანია სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის კვლევა და მისი საქმიანობის გაუმჯობესების  ხელშეწყობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რიგ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის: ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მიმართულებები, მუშაობის წესი, დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა, მათი შერჩევა-დანიშვნის წესი და კრიტერიუმები, დეპარტამენტის მიერ გამოსაძიებელ საქმეთა მისაღებობის კრიტერიუმები და საქმეთა შერჩევის წესი, იმ დანაშაულთა კატეგორია და მათი რაოდენობა, რომელსაც ახალი დეპარტამენტი იძიებს და სხვა.

კვლევის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ახალი დეპარტამენტის წარმომადგენლები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კვლევის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალი დეპარტამენტის მუშაობას სხვადასხვა მეთოდით შეაფასებს. მონიტორინგი განხორციელდება მთავარი პროკურატურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, პროკურორებთან, ადვოკატებთან, მოსამართლეებთან და დაზარალებულებთან გასაუბრებითა და სასამართლო პროცესების მონიტორინგის გზით. პროექტის მიმდინარეობისას ორგანიზაცია დააკვირდება განაჩენების გადასინჯვის სასამართლო  განხილვებს.  ასევე – აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“.

პროექტი „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ ფონდ „ღია საზოგადოება –  საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალი დეპარტამენტი მთავარი პროკურატურა ღია საზოგადოება შეხვედრა 2018-01-29
Tags ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალი დეპარტამენტი მთავარი პროკურატურა ღია საზოგადოება შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფილმ DEEP BLUE SEA 2 – ის პირველი ოფიციალური თრეილერი

შემდეგი სტატია

ლორა თორნტონი: ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ

მსგავსი სტატიები

კადიროვი: „ჩეჩნეთი ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში რომელმაც სრულად დაამარცხა ტერორიზმი“

კადიროვი: „ჩეჩნეთი ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში რომელმაც სრულად დაამარცხა ტერორიზმი“

23 თებ 2018
ომბუდსმენი პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტს ასაჯაროვებს

ომბუდსმენი პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტს ასაჯაროვებს

27 სექ 2017
ეკა ბესელია გერმანიაში ვიზიტით გაემგზავრება და საპატიო სტუმრის სტატუსით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

ეკა ბესელია გერმანიაში ვიზიტით გაემგზავრება და საპატიო სტუმრის სტატუსით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

02 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge